პროექტის აღწერა
ეს პროექტი ეხება კიბერუსაფრთხოებას და მისი მიზანია ინფორმაციის დაცვა ციფრულ გარემოში.პროექტის ფარგლებში განხილულია კიბერშეტევების ძირითადი ტიპები, როგორცაა ვირუსები, ფიშინგი, ჰაკერული შეტევები და მავნე პროგრამები.
პროექტი ასევე აღწერს თუ როგორ შეიძლება პირადი და ორგანიზაციული მონაცემების დაცვა, ძლიერი პაროლების გამოყენებით.
რა არის კიბერუსაფრთხოება?
კიბერუსაფრთხოება არის კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და ინფორმაციის დაცვა კიბერშეტევებისგან, მონაცემების დაკარგვისა და არაკანონიერი წვდომისგან. მისი მიზანია ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა და სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
რა არის მავნე პროგრამა?
მავნე პროგრამა ე.წ Malwar, არის საგანგებოდ ზიანის მისაყენებლად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უკანონოდ და მალულად მოიპოვებს წვდომას მსხვერფლის კომპიუტერზე და იპარავს ინფორმაციას.
როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები?პირადი მონაცემების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ინტერნეტში. ქვემოთ არის მარტივი და ეფექტური გზები როგორ დავიცვათ პირადი ინფორმაციები:
1)გამოიყენე ძლიერე პაროლები.
აუცილებელია პაროლი იყოს გრძელი და რთული (ასოები, ციფრაბი და სიმბოლები). არ შეიძლება ერთი და იგივე პაროლის გამოყენება ყველგან.
2)არ გააზიარო პირადი ინფორმაცია.
აუცილებელია არ გაავრცელო პირადი ნომერი, მისამართი, საბანკო მონაცემები და პაროლები უცნობ ადამიანებთან ან საიტებზე.
3)გამოიყენე უსაფრთხო ვებგვერდები.
საიტზე შესვლისას აუცილებლად უნდა გადაამოწმო, რომ მისამართი იწყებოდეს https://-ით.
4)სოციალური ქსელები გააკონტროლე
აუცილებელია კონფიდენციალურობის პარამენტების სწორად დაყენება, რათა შენი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს.
5)არ გახსენი საეჭვო ბმულები
აუცილებელია ფრთხილად იყო უცნობი შეტყობინებების, ელფოსტებისა და ბმულების მიმართ- ეს შეიძლება თაღლითობა იყოს
6)პროგრამები და სისტემა განაახლე
განახლებები აუცილებელია რადგან ისინი უსაფრთხოების ხარვეზებს ასწორებს.
7)ანტივირუსი გამოიყენე
აუცილებელია სანდო ანტივირუსული პროგრამის დაყენებაკომპიუტერზე და ტელეფონზე.
რა არის ონლაინ თაღლითობა?
ონლაინ თაღლითობა არის ინტერნეტში ჩადენილი მოტყუება, როცა თაღლითი ცდილობს ადამიანისგან ფული, პირადი მონაცემები ან ანგარიშზე წვდობა მოიპოვოს. მარტივად, რომ ვთქვათ ვიღაც ინტერნეტით გატყუებს, რომ რამე წაგართავს.
ონლაინ თაღლითობის მაგალითებია:
•ყალბი შეტყობინება ბანკის ან სოციალური ქსელის სახელით.
•ყალბი ონლაინ მაღაზია, სადაც ფოლს იხდი და რაღაცას ვერ იღებ.
•ბმული, სადაც პაროლის ან პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვენ.
•“მოგებული გაქვთ პრიზი” ტიპის შეტყობინებები.
როგორ დავიცვათ თავი:
•არ გააზიაროთ პაროლი ან პირადი მონაცემები
•უცნობ ბმულებზე არ გადახვიდეთ
•გადაამოწმეთ ვებგვერდი და გამგზავნი
როგორ გამოვიყენეთ ინტერნეტი უსაფრთხოთ?
ინტერნეტის გამოყენება ბავშვებისთვის ცოტა საშიშია რადგან ბავშვები არ იციან ინტერნეტის სწორად გამოყენება.თუ თქვენს ირგვლივ არის მცირეწლოვანი ბავშვი და გამოიყენებს ინტერნეტი, არ აქვს მნიშვნელობა სწავლისთვის გამოიყენებს თუ გართობისთვის ბავშვს უხსნიან, რომ მას ენდობიან, მაგრამ მისი უსაფრთხოება ძალიან აწუხებთ. ამიტომ უნდა დაიმახსოვროს ხუთი „არა“ წესი:
1. არ თქვა სახელი
ბავშვმა ინტერნეტში არ უნდა გამოიყენოს თავისი ნამდვილი სახელი. სჯობს მოიფიქროს სხვა სახელი (ნიკი).
2. არ უამბო სხვას საკუთარ თავზე
ბავშვმა არ უნდა გაანდოს სხვებს თავისი გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და ოჯახის შესახებ ინფორმაცია.
3. არ დათანხმდე შეხვედრაზე
ბავშვმა არ უნდა შეხვდეს ინტერნეტში გაცნობილ ადამიანებს, რადგან ისინი შეიძლება არ იყვნენ ისეთები, როგორადაც თავს აჩვენებენ.
4. არაფერი შეიძინო
ბავშვს არ აქვს უფლება ინტერნეტით რამე შეიძინოს უფროსის გარეშე.
5. არ ჩამოტვირთო
ბავშვმა არ უნდა ჩამოტვირთოს ვიდეოები, მუსიკა ან პროგრამები, რადგან მათში შეიძლება ვირუსები იყოს.
ფოტო 10
No comments:
Post a Comment